დღეს საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია - წითელი ხალიჩა გაიმართება
დღეს საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია - წითელი ხალიჩა გაიმართება

დღეს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია – წითელი ხალიჩა გაიმართება. გახსნის ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

გაიმართება კენჭისყრა ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად. გახსნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ. გარდა ამისა, სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს.