ლონდონში „პროფესიონალი ჩოგბურთელების ასოციაციის“ (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირი იწყება, რომელშიც 2018 წლის შედეგების მიხედვით მსოფლიოს რვა საუკეთესო ჩოგბურთელი იასპარეზებს.
დღეს ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ორი მატჩი გაიმართება. პირველები კორტზე სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი გავლენ, ამის შემდეგ კი ერთმანეთს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და იაპონელი კეი ნიშიკორი შეხვდებიან.
ანდერსონი და ტიმი ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც რვა გამარჯვება სამხრეთ აფრიკელის მხარესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი მატჩი ტიმმა მოიგო. შვეიცარიელი ლეგენდა და იაპონელი 9-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქედან 7-ჯერ როჯერმა მოიგo.
პირველი მატჩი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება, მეორე კი 24.00 საათზე.