დღეს, ლონდონში, „პროფესიონალი ჩოგბურთელების ასოციაციის“ (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირის A ჯგუფის მატჩები გაიმართება.
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ამერიკელ ჯონ ისნერს დაუპირისპირდება.
ისინი ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც რვა შეხვედრა ნოვაკის სასარგებლოდ დასრულდა. მეორე შეხვედრაში ერთმანეთს გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ხორვატი მარინ ჩილიჩი დაუპირისპირდებიან. მათი ექვსი დაპირისპირებიდან ხუთში ზვერევმა მოიპოვა გამარჯვება.
პირველი შეხვედრა, ალექსანდრ ზვერევს და მარინ ჩილიჩს შორის, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ჯოკოვიჩი-ისნერის მატჩი კი 24:00 საათზე აიღებს სტარტს.