ლონდონში მიმდინარე ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე, დღეს A ჯგუფის მეორე ტურის ორი მატჩი გაიმართება. მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. ისინი ერთმანეთს აქმდე სამჯერ დაუპირისპირდნენ და ორჯერ ზვერევმა გაიმარჯვა. ასე რომ გერმანელი ნოვაკისთვის უხერხული მეტოქეა და თამაშიც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს.
მეორე შეხვედრაში ამერიკელი ჯონ ისნერი, ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება. ორივე მათგანმა ტურნირი წაგებით დაიწყო და მდგომარეობის გამოსწორებას დღეს შეეცდებიან. ურთიერთშეხვედრებში ხორვატი ანგარიშით 7:3 ლიდერობს. პირველი შეხვედრა ჯოკოვიჩს და ზვერევს შორის თბილისის დროით 18.00 საათზე, მეორე კი 24.00 საათზე დაიწყება.