„ყოველთვის მზად ვარ“, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად დღევანდელი დღისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის.
დღეს აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
შეხვედრა რამდენიმე საათში ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე ჟენევაში იმყოფება.