გუდაურში დღეს საქართველოს სამთო-სათხილამურო სლალომისა და ფრისტაილის თასის ეტაპები გაიმართა
გუდაურში დღეს საქართველოს სამთო-სათხილამურო სლალომისა და ფრისტაილის თასის ეტაპები გაიმართა

დღეს, 30 მარტს, გუდაურში „კუდების“ ფერდობზე 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის ფინალური, მეოთხე ეტაპის პირველი შეჯიბრება – სლალომი გაიმართა. დღესვე გუდაურში „უაით რებითის“ ტერიტორიაზე ფრისტაილის „ბიგ ეარის“ სახეობაში საქართველოს თასის ფინალური – მესამე ეტაპი ჩატარდა.

„ბიგ ეარის“ შეჯიბრება ბექა ბურდულმა მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე: რეზი ბურდული და გიორგი მელიქიშვილი გავიდნენ.

აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ საქართველოში სპორტის ამ სახეობისადმი (ფრისტაილი) ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია იმით, რომ 2023 წელს საქართველოში ჩატარდება ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი.

სამთო-მოთხილამურეებმა კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ტრადიციულად სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ასოციაციის ნაკრებმა გუნდებმა.

ბავშვები I, დაბადების წელი 2005-2006

გოგონათა შორის ნატა მეხეშიძე გახდა ჩემპიონი, ვაჟთა შორის კი ოთარ წულეისკირმა გიამარჯვა.

ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004

მარიამ ნავერიანმა და ლუკა ბუჩუკურმა მოიპოვეს გამარჯვება.

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

პირველი ადგილის მფლობელები: კატო გოცირიძე და ლაშა კურტანიძე გახდნენ.

შეჯიბრება რვა პერსპექტიულმა პატარა მოთხილამურემ გახსნა.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება.

საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის ფინალური, მეოთხე ეტაპის – სლალომში და ფრისტაილის „ბიგ ეარში“ გამარჯვებული სპოტსმენები „კუდების“ უკანა მხარეს, ფინიშის ტერიტორიაზე მუსიკის თანხლებით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

წყარო – საქართველოს სათხილამურო ფედერაცია