დღეს დოჰას მასტერსზე შავდათუაშვილი, გრიგალაშვილი და მაისურაძე იჭიდავებენ
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას სამი ქართველი დაიცავს.
73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე შეეცდებიან ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მასტერსზე 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველი დენის ვიერუ ეფექტური გდებით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს დოჰას მასტერსზე პირველი მედალი მოუტანა.
დღეს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.