შვეიცარიის ნიონში 17 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართება. ჯგუფური ეტაპიდან გასული 16 გუნდი ორ კალათადაა დაყოფილია – „განთესილები“ და „განუთესავები“.
განთესილები
დორტმუნდი (გერმანია)
ბარსელონა (ესპანეთი)
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
პორტუ (პორტუგალია)
ბაიერნი (გერმანია)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
რეალი (ესპანეთი)
იუვენტუსი (იტალია)
განუთესავები
ატლეტიკო (ესპანეთი)
ტოტენჰემი (ინგლისი)
ლივერპული (ინგლისი)
შალკე (გერმანია)
აიაქსი (ჰოლანდია)
ლიონი (საფრანგეთი)
რომა (იტალია)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
წილისყრისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები – მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან ერთი ქვეყნის გუნდები, აგრეთვე, ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში მყოფი გუნდები.
მერვედფინალის პირველი მატჩები 12/13 და 19/20 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 5/6 და 12/13 მარტს.
წილისყრა თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება.