დღეიდან რეგიონებში კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფი ძვირდება

12:12, 01.12.2021

2021 წლის პირველი დეკემბრიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს 20 თეთრით აძვირებს და ტარიფი ლარი და 15 თეთრი იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.

მსგავსი