„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სერვისცენტრებში მომხმარებლების მიღება განახლდა

12:41, 21.03.2022

21 მარტიდან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სერვისცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღება და მომსახურება განახლდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისის ყველა სერვის ცენტრში: მთაწმინდის რაიონში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში, ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10 ბ-სა და გლდანის რაიონში, ა. ვასაძის ქუჩა N12-ში.

„ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected]. სერვის ცენტრებისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაცაში.

მსგავსი