დღეიდან გაიხსნება ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები
დღეიდან გაიხსნება ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები

დღეიდან საქართველოში გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის მაღაზია. მუშაობას განაახლებენ ბაზრობები და სავაჭრო მოლები​ც.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 19 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა.

შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულმა ბაზრებმა შეძლეს მუშაობის განახლება.

11 მაისიდან საქართველოში გაიხსნა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან, გარდა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლის მოვაჭრე ობიექტებისა. შეზღუდული რჩებოდა მოლების ფუნქციონირებაც. დღეიდან აღნიშნული შეზღუდვა სრულად მოიხსნა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუშაობას ყველა სახის სავაჭრო ობიექტი შეძლებს.