დღეიდან, კორონავირუსით ინფიცირებული 18-დან 65 წლამდე პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ სასტუმროებში
დღეიდან, კორონავირუსით ინფიცირებული 18-დან 65 წლამდე პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ სასტუმროებში

დღეიდან, კორონავირუსით ინფიცირებული 18-დან 65 წლამდე პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ სასტუმროებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის საავადმყოფოდან პაციენტების ნაწილის გადაყვანა უკვე მიმდინარეობს.

„საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეიდან დაიწყება სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა. უკვე მიმდინარეობს ბათუმის საავადმყოფოდან სასტუმროში პაციენტების გადაყვანა. ჩვენ განვსაზღვრეთ გუშინ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. ამ შემთხვევაში, იქნება შემდეგი მიდგომა – 65 წელზე ზემოთ პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში, ხოლო 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდინფექცია და ამავდროულად, არ აქვთ არანაირად თანმხლები ქრონიკული დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი