დეზირე დუეს დუბლი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა სამბურთიანია [ვიდეო] #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერს“ 3:0 ამარცხებს. მეორე ტაიმში, 63-ე წუთზე 19 წლის დეზირე დუემ იტალიურ გუნდს მეორე გოლი გაუტანა.
ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა ვიტინიას გადაცემა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გოლებამდე მან ამ შეხვედრაში საგოლე გადაცემაც შეასრულა, მისი პასით აშრაფ ჰაკიმიმ ანგარიში გახსნა.