დეზირე დუე ახლოსაა, „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალი კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმოს #1TVSPORT

21:18, 21.04.2025

დეზირე დუე ახლოსაა, „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმოს, – ინფორმაციას „სკაი სპორტი“ ავრცელებს.

19 წლის ფეხბურთელს სერიოზული ინტერესით აკვირდებოდა „მანჩესტერ სიტი“, რომელიც მზად იყო ტრანსფერისთვის, თუმცა დუემ თავისი მომავლის „პარი სენ-ჟერმენთან“ დაკავშირება გადაწყვიტა.

დუე პსჟ-ში გასულ ზაფხულს „რენიდან“ გადავიდა. სატრანსფერო თანხამ, ბონუსების გათვალისწინებით, 60 მილიონ ევროს მიაღწია. პირველი სეზონი დუესთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა – ის სწრაფადვე დამკვიდრდა ლუის ენრიკეს შემადგენლობაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის ბედი სწორედ მისმა თამაშმა გადაწყვიტა.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ დუეს ბერნარდო სილვას შესაძლო შემცვლელად განიხილავდა და აქტიურად ცდილობდა მის გადაბირებას.

დეზირე დუემ მიმდინარე სეზონში პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 13 გოლია.

მსგავსი