დევნილთა სააგენტოს დირექტორმა აფხაზეთიდან დევნილ 75 წლის ალა ჯიქიას 8 მარტი მიულოცა
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა აფხაზეთიდან დევნილ 75 წლის ალა ჯიქიას 8 მარტი მიულოცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი აფხაზეთიდან დევნილ 75 წლის ალა ჯიქიას ესტუმრა, მისი საცხოვრებელი პირობები მოინახულა და 8 მარტი მიულოცა.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქალბატონს მივულოცო ეს დღე. ჩვენი მიზანია, რომ ამ დღის აღნიშვნა არ იყოს მხოლოდ სიმბოლური და ყველა დევნილ ქალს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.