დევნილთა სააგენტო კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა სააგენტო კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

​დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5 000 ოჯახი განსახლდება. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება. „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით, დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.