დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

30 ნოემბრიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება.

„ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] გამოაგზავნონ.

გარდა ამისა, სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ნომრებზე: 511 139 724; 511 139 723; 5 99 006 581.

ნებისმიერი შეკითხვისა და კონსულტაციისთვის კი, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ სააგენტოს ფეისბუქგვერდს: https://www.facebook.com/IDPsAgency

არსებული შეზღუდვების პირობებში, სააგენტო კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები, შესაძლებლობების ფარგლებში, შეუფერხებლად განხორციელდეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.