დევისის თასს მადრიდი უმასპინძლებს
დევისის თასს მადრიდი უმასპინძლებს

ახალი ფორმატით დევისის თასის ორი უახლოესი გათამაშება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება, – ინფორმაციას გაზეთი Marca ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მადრიდმა ​საფრანგეთის ქალაქ ლილს აჯობა , რომელიც ასევე პრეტენდენტი იყო ტურნირის ჩატარებაზე. თუმცა ლილსა და აშშ-ის ქალაქ ინდიან უელსს კარგი შანსები რჩებათ, მომავალში დევისის თასს უმასპინძლონ.

დევისის თასის პირველი გათამაშება ახალ ფორმატში 2019 წლის 18-24 ნოემბერს გაიმართება. ტურნირში 18 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც თავდაპირველად ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, შემდეგ რვა საუკეთესო მეოთხედფინალში გადავა.

ტურნირის 16 მონაწილეს აირჩევენ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით, კიდევ ორს ექნება სპეციალური მიწვევა ორგანიზატორებისგან.