დევისის თასის ფინალს სამი ქალაქი უმასპინძლებს
დევისის თასის ფინალს სამი ქალაქი უმასპინძლებს

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) მოიწონა მთელი რიგი წინადადებები დევისის თასის ფინალური ტურნირის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მთავარი სიახლე ის არის, რომ 2021 წლის ტურნირი შვიდის ნაცვლად 11 დღე გაგრძელდება და ის სამ ქალაქში გაიმართება. ერთ-ერთი ევროპული ქალაქი, რომელიც ფინალს მიიღებს, ესპანეთის დედაქალაქი მადრიდია. დანარჩენი ორი ქალაქის სახელი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასევე გადაწყდა, რომ 2022 წლის ფინალური ტურნირზე 18-ის ნაცვლად, 16 გუნდი ითამაშებს.

ოფიციალურად ამ ცვლილებებს ფედერაცია 2021 წლის გაზაფხულზე დაამტკიცებს.

წელს, დევისის თასის ფინალი 18 ნაკრების მონაწილეობით 25 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე გაიმართება. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, პრიზი არ გათამაშებულა.

დატოვე კომენტარი