დევისის თასის ფინალის ფორმატი შეიცვალა #1TVSPORT
დევისის თასის ფინალის ფორმატი შეიცვალა #1TVSPORT

დევისის თასის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს ფინალური ტურნირის ფორმატის შეცვლის შესახებ, რომელიც შარშან, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უნდა გამართულიყო 25 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

ფორმატის შეცვლა უკავშირდება იმას, რომ ფინალი არა ერთ, არამედ სამ ქალაქში გაიმართება – მადრიდში, ინსბრუკსა (ავსტრია) და ტურინში (იტალია).

ამ ქალაქებში ჯგუფები და მატჩები ასე გადანაწილდა:

 

მადრიდი

A ჯგუფი – ესპანეთი, რუსეთი, ეკვადორი;

B ჯგუფი – კანადა, ყაზახეთი, შვედეთი

1/4 ფინალი – A1-საუკეთესო მეორეადგილოსანი და B1-საუკეთესო მეორეადგილოსანი

1/2 ფინალები და ფინალი

 

ინსბრუკი

C ჯგუფი – საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩეხეთი;

F ჯგუფი – სერბეთი, გერმანია, ავსტრია

1/4 ფინალი – C1- F1

 

ტურინი

D ჯგუფი – ხორვატია, ავსტრალია, უნგრეთი;

E ჯგუფი – აშშ, იტალია, კოლუმბია.

1/4 ფინალი – D1- E2

შეგახსენებთ, რომ დევისის თასის მოქმედი ჩემპიონია ესპანეთის ნაკრები.

დატოვე კომენტარი