დევისის თასი | ალექსანდრე ბაკშიმ პაჩეკო მენდეზი დაამარცხა - საქართველომ მექსიკასთან შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მსოფლიოს II ჯგუფში მექსიკის გუნდს მასპინძლობს. მეორე შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშიმ მექსიკელთა პირველი ნომერი პაჩეკო მენდეზი ორ სეტში, 7:6 (7:2), 7:6 (7:5) დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
საქართველოსა და მექსიკის ნაკრებების პირველ მატჩში საბა ფურცელაძემ ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან ორ სეტში წააგო.
ხვალ წყვილთა თანრიგის ერთი და ერთეულთა თანრიგის ორი მატჩი შედგება. დევისის თასის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი გთავაზობთ.