დევიდ სატერფილდი - სირიაში ირანის გავლენის შესამცირებლად აშშ მკაცრი სანქციების გამოყენებას გეგმავს
დევიდ სატერფილდი - სირიაში ირანის გავლენის შესამცირებლად აშშ მკაცრი სანქციების გამოყენებას გეგმავს

სირიაში ირანის გავლენის შესამცირებლად და ქვეყნიდან ირანისგან მხარდაჭერილი სამხედროების გასაყვანად, აშშ მკაცრი სანქციების გამოყენებას გეგმავს,- ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, დევიდ სატერფილდმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორ გაიყვანს ირანელ ჯარისკაცებს აშშ სირიის ტერიტორიიდან, სატერფილდმა უპასუხა:

სენატორო, ეს ზომების კომბინაციაა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის აგრესიული სანქციები და ზომები მიღებული აშშ-ისა და მისი პარტნიორების მხრიდან. ეს გამორიცხავს ფიზიკურ ინსტრუმენტებს, თუმცა შეეხება ირანის ქმედებების დაფინანსების შესაძლებლობებს და აქტივების გადაადგილებას“.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, თუ სირიის პრეზიდენტი კვლავ ბაშარ ასადი იქნება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები სირიის ხელისუფლებას რეკონსტრუქციაში არ დაეხმარებიან.