დევიდ ქუერი - რუსეთი ახორციელებს საშინელ ომის დანაშაულებს უკრაინაში, აქტიურად ვემხრობით, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა პუტინთან დაკავშირებით
დევიდ ქუერი - რუსეთი ახორციელებს საშინელ ომის დანაშაულებს უკრაინაში, აქტიურად ვემხრობით, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა პუტინთან დაკავშირებით

რუსეთი ახორციელებს საშინელ ომის დანაშაულებს უკრაინაში და ამ დანაშაულებისთვის უნდა იყოს ანგარიშვალდებულება, – ამის შესახებ ნატო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, დევიდ ქუერმა განაცხადა.

დევიდ ქუერმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო მართლმსაჯულებას და ანგარიშვალდებულებას. რუსეთი ახორციელებს საშინელ ომის დანაშაულებს უკრაინაში და ამ დანაშაულებისთვის უნდა იყოს ანგარიშვალდებულება. ასე რომ, ჩვენ აქტიურად ვემხრობით, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა პუტინთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დევიდ ქუერმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.