დევიდ ქემერონი - ღაზის კონფლიქტი არ დასრულდება, ვიდრე ყველა მძევალი გათავისუფლებული არ იქნება
დევიდ ქემერონი - ღაზის კონფლიქტი არ დასრულდება, ვიდრე ყველა მძევალი გათავისუფლებული არ იქნება

ღაზის კონფლიქტი არ დასრულდება, ვიდრე ყველა მძევალი არ იქნება გათავისუფლებული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.

„პალესტინელები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ მხოლოდ მაშინ, თუ ჰორიზონტზე საკუთარი სახელმწიფოს არსებობას დაინახავენ, ხოლო ისრაელი მხოლოდ მაშინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ პალესტინის სახელმწიფოს არსებობა არ შეუქმნის საფრთხეს მათ უსაფრთხოებას. ასე რომ, პოტენციურად ახლა უფრო უკეთესს ადგილას ვართ, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვიყავით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მძევლების შესახებ შეთანხმების მიღება და ბრძოლის შეჩერება იმისთვის, რომ შეიქმნას იმპულსი. ეს არის უკვე საგარეო საქმეთა მინისტრების საქმე, რომ სცადონ და შექმნან იმპულსი, რათა ის მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტად იქცეს“, – თქვა ქემერონმა.

ქემერონმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპეციალურ შეხვედრაზე გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასისთვის“ გაკეთებული შეთავაზება მოიცავს ცეცხლის 40-დღიან შეწყვეტას და ათასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ.