დევიდ მოიესი “ვესტ ჰემის” მწვრთნელად დაინიშნა

12:55, 07.11.2017

“ვესტ ჰემმა” მთავარი მწვრთელის თანამდებობიდან დათხოვილი სლავენ ბილიჩის შემცვლელი მალე იპოვა – ლონდონურ კლუბს დევიდ მოიესი უხელმძღვანელებს.

პრემიერ ლიგის მე–11 ტურში “ლივერპულთან” საკუთარ არენაზე 1-4 წაგებული მატჩის შემდეგ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ხორვატი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

“ვესტ ჰემი” 11 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში მე–18 ადგილზეა და ოც გუნდს შორის ყველაზე მეტი (23) გოლი აქვს გაშვებული.

კლუბის ისტორიაში მოიესი რიგით მე-16 მთავარი მწვრთნელი იქნება.

54 წლის შოტლანდიელმა მაისში დატოვა ”სანდერლენდი”, მას შემდეგ, რაც “შავი კატები” პრემიერ ლიგიდან გავარდნას ვერ გადაარჩინა.

2002-2013 წლებში მოიესი ”ევერტონს” წვრთნიდა, შემდეგ კი იყო წარუმატებელი სეზონები ”მანჩესტერ იუნაიტედსა” და “რეალ სოსიედადში”.

მსგავსი

დევიდ მოიესი ”ვესტ ჰემის” მწვრთნელად დაინიშნა

12:52, 07.11.2017

“ვესტ ჰემმა” სლავენ ბილიჩის შემცვლელი მალე იპოვა – ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დევიდ მოიესს ჩააბარეს.

პრემიერლიგის მე–11 ტურში “ლივერპულთან” საკუთარ არენაზე 1-4 წაგებული მატჩის შემდეგ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ხორვატი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ცნობილი გახდა დევიდ მოიესს “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში წარადგენს და მასთან 6 თვიან კონტრაქტს გააფორმებს. კლუბის ისტორიაში მოიესი რიგით მე-16 ახალი მთავარი მწვრთბელი იქნება. შეგახნებეთ, 54 წლის მოიესი პრემიერ ლიგაში აქამდე “მანჩესტერ იუნაიტედში”, “ევერტონში” და “სანდერლენდში” მუშაობდა.

მსგავსი