დევიდ მაკკალისტერი – წარმატებებს ვუსურვებ კრისტიან დანიელსონს, კარლ ჰარცელსა და მათ გუნდს, რომ გადალახონ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ამ დიდებულ ქვეყანაში
CLEAN: Shows interior interview with David McAllister German MEP on argument for UK to remain in European Union. The German Chancellor has warned that Britain will be significantly weaker if it leaves the EU. Speaking in Berlin, Angela Merkel said that London will never get the result it wants, if it it isn't in the room (NB THIS CLIP CONTAINS BLACK HOLES) on June 02, 2016 in London, England.
წარმატებებს ვუსურვებ კრისტიან დანიელსონს, კარლ ჰარცელსა და მათ გუნდს, რომ გადალახონ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ამ დიდებულ ქვეყანაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, დევიდ მაკკალისტერმა განაცხადა.
„ჩვენ ყველანი დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში სწრაფად გაუარესდა. შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ ფასილიტატორების მცდელობას, გადაიტვირთოს და გაძლიერდეს დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას შორის. საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშეა, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ერთიანობა და უსაფრთხოების საკითხები. ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა გადალახონ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და ერთად იპოვონ გრძელვადიანი გამოსავალი. ეს გზა უნდა მოიცავდეს ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, ასევე კანონის უზენაესობასა და სასამართლოს რეფორმას, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური სამართლის წინააღმდეგ, ძალთა გადანაწილებას პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების ჩათვლით და პოტენციურად ახალ არჩევნებს და შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მომავალ კვირაში არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში. იმედია, გარკვეულ პროგრესს შეიტანს დიალოგში. მინდა, ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ასევე მათ გუნდს ვუსურვო, რომ გადალახონ პოლიტიკური კრიზისი ამ დიდებულ ქვეყანაში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.