დევიდ მაკკალისტერი - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპული ქვეყნები არიან, ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან, არიან დემოკრატიულები და ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპული ქვეყნები არიან, ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან, არიან დემოკრატიული ქვეყნები და ჩვენს ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა დევიდ მაკკალისტერმა.
მაკკალისტერის თქმით, ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 27-მა სახელმწიფომ უნდა მიიღოს.
„თავდაპირველად უკრაინამ, შემდეგ საქართველომ და მოლდოვამ ოფიციალურად ითხოვეს კანდიდატურის სტატუსის გარანტიები. პროცედურა დაიწყო, კომისია სამივე ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გააანალიზებს და ანგარიშს წარადგენს, სახელმწიფოებში არსებული პირობები პასუხობს თუ არა კანდიდატობის სტატუსს. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 27-მა სახელმწიფომ, თითოეულმა ანონიმიურად.
ევროპარლამენტმა გასულ კვირაში ბრიუსელში დაამტკიცა რეზოლუცია და ევროინსტიტუტებს მოუწოდა, რომ განაგრძონ მუშაობა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის განსაზღვრისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა შემდგომი დაახლოებისთვის, მაგრამ ერთი რამ ცხადია, უკრაინა, ისევე როგორც საქართველო და მოლდოვა, ევროპული ქვეყნები არიან, ისინი ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან, არიან დემოკრატიული ქვეყნები, ეს ქვეყნები ჩვენს ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ამიტომაც ევროპული პერსპექტივის მიცემა მაგალითად უკრაინისთვის, არის სოლიდარობის გამოხატულება ამ არანორმალურად რთულ დროს, როდესაც ნებისმიერ ადგილას, ევროპაში ხალხი ლოცულობს მამაცი უკრაინელი ქალებისა და კაცებისთვის, რომლებიც ასე იხოცებიან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.