დევიდ მაკალისტერი - ახლა გვჭირდება მოქმედებები მიზნის მისაღწევად და არა დაყოფა, ურთიერთბრალდებები, დროის ათვლა დაწყებულია
დევიდ მაკალისტერი - ახლა გვჭირდება მოქმედებები მიზნის მისაღწევად და არა დაყოფა, ურთიერთბრალდებები, დროის ათვლა დაწყებულია

იმედის მომცემია, რომ სერიოზული განხილვა  დაიწო 12-პუნქტიანი რეკომენდაციებისა. მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც ამოვიდნენ თავიანთი გეგმებით. სამოქალაქო საზოგადოებასაც წარდგენილი აქვს თავისი ხედვები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აჩვენებს, რომ მიზანი საერთოა. როგორც მაკალისტერი ამბობს, ახლა საჭიროა მოქმედებები და არა დაყოფა, ურთიერთბრალდებები.

„წინა თვეში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპეტივა. ესაა აღიარება იმისა, რომ ევროპა მხარს უჭერს ქართველი ხალხის და საქართველოს ევროპულ სწრაფვას, ასევე ქართული ინსტიტუციების მუშაობას საიმისოდ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ამასთანავე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტლებით საქართველომ უნდა გადადგას რიგი ნაბიჯებისა, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს პრიორიტეტები მკაფიოდაა გაწერილი ევროკომისიის რეკომენდაციებში.

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გადადოს გვერდით განსხვავებები და იმუშაონ კონსტრუქციულად ერთი მიზნისთვის – კანდიდატის სტატუსისთვის. სამწუხაროდ, როდესც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გვიწევს ერღთი სიტყვის გამოყენება და ეს პოლარიზაციაა. ამის გამო ძალიან ვწუხვართ. ეს არის პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება მკაცრი რიტორიკით, უნარის თუ სურვილის არქონით, რომ დაპირისპირებულმა პოლტიკურმა მხარეებმა ერთდ იუშაონ.

ევროპის კავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე, კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში,  თავისთავად აჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა ძალიან მნიშვნლოვანი მოწოდებები ერთობისკენ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა დაიძლიოს ის უზარმაზარი გამოწვევები, რომლებსაც საქართველო უნდა გაუმკლავდეს. ახლა ხელისუფლების წარმომდგენლებისთვის საკვანძო მომენტია, აჩვენონ პოლიტიკური მზაობა იმ ევროპული ამბიციების განსახორციელებლად, რომელიც ქართველ ხალხს აქვს.

იმედის მომცემია, რომ სერიოზული განხილვა დაიწო 12-პუნქტიანი რეკომენდაციებისა. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმებით. სამოქალაქო საზოგადოებასაც წარდგენილი აქვს თავისი ხედვები. ეს აჩვენებს, რომ მიზანი საერთოა. ის, რაც ახლა გვჭირდება, არის მოქმედებები მიზნის მისაღწევად და არა შემდგომი დაყოფა და ურთიერთბრალდებები. დროის ათვლა დაწყებულია“, – განაცხადა მაკალისტერმა.