დევიდ ლემი - რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ უარს, სერიოზულად მიუდგნენ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას, როდის უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ საკმარისია
დევიდ ლემი - რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ უარს, სერიოზულად მიუდგნენ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას, როდის უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ საკმარისია

რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ უარს, სერიოზულად მიუდგნენ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას. როდის უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ საკმარისია? – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ შექმნა გაუგებრობა.

„კიდევ ერთხელ ვხედავთ გაუგებრობის შექმნას რუსეთის მხრიდან და უარს იმაზე, რომ სერიოზულად მიუდგნენ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას, რაც ახლა აუცილებელია. კიდევ ერთხელ, რუსეთი არ არის სერიოზული. როდის უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ საკმარისია?“ – აღნიშნა ლემიმ.

ამასთან, დევიდ ლემიმ ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და აშშ ერთად მუშაობენ ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-თან მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტა, პაკისტანსა და ინდოეთთან ერთად განხილვა, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ ნდობის აღდგენას ორ მხარეს შორის. ეს არის ორი მეზობელი ქვეყანა დიდი ისტორიით, მაგრამ ისინი ვერ ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ აღარ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდეს“, – განაცხადა ლემიმ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა მოლაპარაკებების თარიღი და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.