დევიდ ლემი - გასულ ღამეს უკრაინა კვლავ გახდა რუსეთის სამიზნე 14 რაკეტით და ასობით დრონით, ეს არ არის იმ ქვეყნის ქმედებები, რომელიც მშვიდობისკენ მიისწრაფვის
დევიდ ლემი - გასულ ღამეს უკრაინა კვლავ გახდა რუსეთის სამიზნე 14 რაკეტით და ასობით დრონით, ეს არ არის იმ ქვეყნის ქმედებები, რომელიც მშვიდობისკენ მიისწრაფვის

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი რუსეთის მიერ უკრაინაზე გასულ ღამეს მიტანილ იერიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ არის იმ ქვეყნის ქმედებები, რომელიც მშვიდობისკენ მიისწრაფვის.

ამის შესახებ დევიდ ლემი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.

„გასულ ღამეს უკრაინა კვლავ გახდა რუსეთის სამიზნე – 14 რაკეტით და ასობით დრონით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტერორის მორიგი ღამე უკრაინელი მოქალაქეებისთვის, კიდევ უფრო მეტი დაშავებული ადამიანი და მეტი განადგურებული საცხოვრებელი სახლი. ეს არ არის იმ ქვეყნის ქმედებები, რომელიც მშვიდობისკენ მიისწრაფვის“, – წერს დევიდ ლემი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ 14 ბალისტიკური რაკეტა და 250 დრონი გაუშვა. იერიშის შედეგად კიევსა და ოდესაში არიან დაშავებულები და დაღუპულები.