დევიდ ჰეი დარწმუნებულია, რომ ჯოშუასა და ფიურის ბრძოლა მალე გაიმართება
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი დევიდ ჰეი დარწმუნებულია, რომ WBO, IBF და WBA ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა ახლო მომავალში რინგზე ტაისონ ფიურის შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტაისონ ფიურიმ აქამდე უძლეველი ამერიკელი მოკრივე დეონტეი უაილდერი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და WBC -ს ვერსიით ჩემპიონის ტიტული წაართვა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ფიური საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი მოკრივეა, – ციტირებს დევიდ ჰეის სიტყვებს Boxing News 24. – მას არასდროს წაუგია და ახლა უძლიერესი მეტოქე დაამარცხა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ენტონის ფიურისთან ბრძოლის გამართვა მოუნდება. ეს ჯოშუას ერთადერთი შანსია, რომ ოფიციალურად გახდეს პირველი მოკრივე.
ჯოშუა ლიდერად უნდა მოვიაზროთ, რადგან WBO, IBF და WBA ტიტულებს ფლობს და WBC-ს ქამარი აკლია.
კარგია, რომ ორივე მოკრივე ბრიტანელია, ეს ბრძოლის ორგანიზებას გაადვილებს.“ – მიაჩნია დევიდ ჰეის.