დევიდ ერეი - საერთო ჯამში, არჩევნების დღე იყო მშვიდი, წყნარი და კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მონეტის მხოლოდ ერთი მხარე
დევიდ ერეი - საერთო ჯამში, არჩევნების დღე იყო მშვიდი, წყნარი და კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მონეტის მხოლოდ ერთი მხარე

არჩევნების დღე საერთო ჯამში იყო მშვიდი და წყნარი, ასევე კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მხოლოდ მონეტის ერთი მხარე, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრმა დევიდ ერეიმ შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირსა და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად იმართება.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა არჩევნებს და აღნიშნა, რომ არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ ყოფილა დაფიქსირებული ხმის მიცემის დროს.

„დელეგაცია გუშინ ცხრა რეგიონში აკვირდებოდა არჩევნებს. საერთო ჯამში, ჩვენ 120 საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აგრეთვე, ჩვენ დავაკვირდით ხმების დათვლის პროცესს თბილისში მდებარე რამდენიმე საარჩევნო უბანზე. საერთო ჯამში, იყო მშვიდი საარჩევნო დღე, გარდა რამდენიმე შეუსაბამობისა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პუნქტის მოწყობას, თუმცა არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ ყოფილა დაფიქსირებული ხმის მიცემის პროცესის დროს დამკვირვებლების მიერ.

რამდენიმე საარჩევნო უბანი შედარებით მცირე იყო და ზოგიერთ უბანზე წარმოდგენილი იყო დამკვირვებლების მცირე რაოდენობა, ზოგან კი, დიდი რაოდენობა. ეს განსაკუთრებით აისახა ხმების დათვლის პროცესზე.ჩვენმა ზოგიერთმა დამკვირვებელმა შეგვატყობინა პერიმეტრის რადიუსის დარღვევის შესახებ საარჩევო უბნის მიმდებარედ. თუ შევადარებთ წინა არჩევნებს, აქაც ორივე პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქე დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი. ასევე ჩვენი აზრით, აქ იყვნენ აფილირებული წევრები, ასევე წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციები. არჩევნების დღე საერთო ჯამში იყო მშვიდი და წყნარი, ასევე კარგად ორგანიზებული. თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მხოლოდ მონეტის ერთი მხარე“, – აღნიშნა დევიდ ერეიმ.

მისივე თქმით, „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა რეფერენდუმი და ადგილობრივი არჩევნები გადაფარა საერთო ეროვნულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ“.

„ვსაუბრობთ რა არჩევნების პოლიტიკურ გარემოზე, ჩვენ კონგრესიდან შეგვიძლია, მწუხარება გამოვხატოთ იმის გამო, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერი იყო არასწორი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისთვის. ამ არჩევნებზე მოხდა რეფერენდუმი, კი თუ არა და ფაქტობრივად, ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი გამოწვევები. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნები გადაფარა საერთო ეროვნულმა პოლიტიკურმა  სიტუაციამ და ეს არ შედის საქართველოს მოსახლეობის ინტერესში. ორივეს, მთავრობასაც და ოპოზიციასაც გააჩნიათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ კუთხით. სიტყვიერი აგრესიის გაზრდა, სიძულვილის ენა და ე.წ. ფეიკ ნიუსები სოციალურ ქსელში, გახლავთ ნათელი ინდიკატორი, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მომავალში. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს რასაკვირველია გააჩნია პოლარიზების მოხდენის ეფექტი დემოკრატიულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებაზე. ახლა გახლავთ დრო, ჩავერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში. პოლიტიკური დიალოგი გახლავთ ფუნდამენტური ამ მიმართულებით“, – განაცხადა დევიდ ერეიმ.

დატოვე კომენტარი