დევიდ ბექჰემის„ინტერ მაიამი“ ერთი წლის გახდა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განვლილი წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. „ოცნება იქცევა რეალობად“, – ასე დაასათაურა პოსტი ბექჰემმა.
ვიდეოში ჩანს გრანდიოზული სტადიონისა და საწვრთნელი კომპლექსის პროექტი, რომელთა მშენებლობასაც საფუძველი უკვე ჩაეყარა. მაიამიში საფეხბურთო კლუბის დაარსების უფლება ინგლისელმა 2007 წელს მოიპოვა, თუმცა ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და ჩანაფიქრის განხორციელება რამდენიმე წლით გადაიდო. ბოლოს აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. ბექჰემს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. ის კლუბში ვარსკვლავების მიწვევასაც აპირებს. „ინტერ მაიამი“ ამერიკის უმაღლეს ლიგაში 2020 წლიდან ითამაშებს.