დევიდ ბექჰემის ვაჟმა მამის გუნდში ითამაშა #1TVSPORT
დევიდ ბექჰემის ვაჟმა მამის გუნდში ითამაშა #1TVSPORT

დევიდ ბექჰემის 19 წლის ვაჟს რომეოს დებიუტი ჰქონდა „ინტერ მაიამიში“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში პერუს „უნივერსიტარიოსოს“ წინააღმდეგ.

რომეო ბექჰემმა MLS-ის გუნდში თამაშის შესაძლებლობა მთავარი მწვრთნელისგან ფილ ნევილისგან მიიღო, რომელმაც ფეხბურთელი შეცვლაზე შეუშვა მინდორზე. შეხვედრა „ინტერ მაიამიმ“ 4:0 მოიგო.

კლუბის მფლობელი დევიდ ბექჰემი ესწრებოდა მატჩს. მოგების შემდეგ რომეომ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ ეს ყველაფერი დაუვიწყარი იყო, რაზეც უფროსმა ბექჰემმა უბრალოდ უპასუხა: „ყოჩაღ, მეგობარო“.