დევიდ ბექჰემის ვაჟმა ამერიკულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი #1TVSPORT
დევიდ ბექჰემის ვაჟმა ამერიკულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის ვაჟმა რომეომ კონტრაქტი გააფორმა კლუბ „ფორტ ლოდერდეილთან“, – იტყობინება გაზეთი Miami Herald.

„ფორტ ლოდერდეილი“ ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს და MLS-ის კლუბის „ინტერ მაიამის“ სარეზერვო გუნდად მიიჩნევა. „ინტერ მაიამის“ თანამფლობელი სწორედ დევიდ ბექჰემი გახლავთ.

რომეო ბექჰემმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ვარჯიშის ფოტო წარწერით – „მიყევი შენს ოცნებას“.

უმცროსი ბექჰემის დებიუტი 5 სექტემბერს შეიძლება შედგეს „ჩატანუგა რედ ვულვზის“ წინააღმდეგ.