დევიდ ბექჰემი სასამართლოს წინაშე წარდგება
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი სიჩქარის გადაჭარბებაშია დადანაშაულებული, – წერს ბრიტანული მედია.
ლონდონის პოლიციის მონაცემებით, ფეხბურთელი საკუთარი Bentley-ით საათში 59 მილი (95 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობდა იმ მონაკვეთზე, სადაც მაქსიმალური დაშვებული სიჩქარეა – საათში 40 მილი.
თავად ბექჰემი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ სიჩქარე არ გადაუჭარბებია.
ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო 28 აგვისტოს გაიმართება. თუ ბექჰემს ბრალი დაუმტკიცდა, მას ელოდება სერიოზული ჯარიმა ან მართვის მოწმობის ჩამორთმევა.
1999 წელს, ინგლისელი ანალოგიური დარღვევისთვის 150 ათასი ფუნტით დააჯარიმეს, მაგრამ მოიგო აპელაცია მართვის მოწმობის რვა თვით ჩამორთმევაზე. მაშინ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა თავის მოქმედება იმით ახსნა, რომ პაპარაცს ემალებოდა.