დევიდ ბექჰემი ქალებისთვის ყველაზე სასურველ ფეხბურთელთა რეიტინგის სათავეშია
დევიდ ბექჰემი ქალებისთვის ყველაზე სასურველ ფეხბურთელთა რეიტინგის სათავეშია

სპორტულ ღონისძიებებზე ბილეთების გაყიდვის ვებგვერდმა Ticketgum.com-მა შეადგინა ფეხურთელების სია, რომლებთანაც ფეხბურთის მოყვარულ ქალებს ყველაზე მეტად სურთ ერთი ღამის გატარება.

რეიტინგს სათავეში უდგას ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 44 წლის დევიდ ბექჰემი. მას ქალების 21.2 პროცენტმა მისცა ხმა. მეორე ადგილი დაიკავა „ტოტენჰემის“ მეკარემ პაულო გასანიგამ, მესამე – „ჩელსის“ ნახევარმცველმა რუბენ ლოფტუს-ჩიკმა.

„იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ამ სიაში მერვე ადგილზე გავიდა, „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი – მეცხრეზე. პორტუგალიელმა ხმების 7.5 პროცენტი მიიღო, არგენტინელმა – 6.25.

სულ გამოკითხვაში 1324 ქალი მონაწილეობდა.