დევიდ ბექჰემი - ფეხბურთიდან წასვლა მაშინ გადავწყვიტე, როცა მესიმ მომატყუა
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის თქმით, კარიერა მას შემდეგ დაასრულა, რაც მინდორზე ლიონელ მესისთან გადაიკვეთა.
2012-13 წლების სეზონში „ბარსელონა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ხვდებოდა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი. კატალონიური კლუბი ფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა (2:2, 1:1).
„გასვლით მატჩში წინ ვიყავით. შემდეგ მოედანზე შემოვიდა მესი და „ბარსელონამ“ მაშინვე გაიტანა. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდი. მაგრამ, სავარაუდოდ, კარიერის დასრულება მაშინ გადავწყვიტე, როცა მესიმ გვერდით იოლად ჩამიქროლა“, – აღნიშნა დევიდმა.
ბექჰემმა კარიერა 2013 წლის 16 მაისს დაასრულა.