დევი ტაბიძე - გვაშფოთებს, რომ აღარ არის ნიღბების ტარება და შემცირებულია სოციალური დისტანცია, ეს არის კორონავირუსის შემთხვევების მატების მთავარი მიზეზი
დევი ტაბიძე - გვაშფოთებს, რომ აღარ არის ნიღბების ტარება და შემცირებულია სოციალური დისტანცია, ეს არის კორონავირუსის შემთხვევების მატების მთავარი მიზეზი

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია.

„რაც შეეხება ზოგად, საერთო მდგომარეობას ჩვენ გარკვეულ მომენტში გავუშვით ხელიდან სიფრთხილის კონტროლისა და უსაფრთხოების ფრაგმენტი. ამან გამოიწვია ეს მდგომარეობა. წინ არის კიდევ სეზონი და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი. „კოვიდი“ არსად წასულა, ის ჩვენთან იქნება კიდევ ათეული წლები, ოღონდ პირველი მძიმე სიტუაცია მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდება. ყველაზე მთავარი, რაც გვაშფოთებს, არის ის, რომ აღარ არის ნიღბების ტარება და შემცირებულია სოციალური დისტანცია, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს არის მატების მთავარი მიზეზი. შემოდგომისთვის თუ თანაგადაკვეთა მოხდა სხვა ინფექციებთან ერთად, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ არა მეორე ეტაპი, არამედ ეს იქნება ძალიან მძიმედ გადასატანი საქართველოსთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა მსოფლიოში ასეთი ვითარებაა“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

ტაბიძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეისათვის 23 პაციენტია, რომელთაგან 14 არის კოვიდინფიცირებული. მათგან ხუთი პაციენტი ახალი მიღებულია.

„მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, პრინციპში დამაკმაყოფილებელი“, – დასძინა დევი ტაბიძემ.