Deutsche Bank-ი ევროზონის უმსხვილესი 50 კომპანიის ინდექსიდან ამოვარდა
Deutsche Bank-ი ევროზონის უმსხვილესი 50 კომპანიის ინდექსიდან ამოვარდა

Deutsche Bank-ი ევროზონის 50 ელიტური კომპანიის შემადგენლობიდან ამოვარდა. გერმანიის უმსხვილეს ბანკს კრიზისულმა წლებმა და დანაკრგებმა თავისი კვალი დაატყო და კომპანის საბაზრო ღირებულება მკვეთრად შემცირდა. შედეგად, გერმანიის ფრანკფურტის საფონდო ბირჟამ ბანკი Euro Stoxx 50 ინდექსიდან ამოაგდო. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

Euro Stoxx 50 ინდექსი ევროზონის უმსხვილეს და ყველაზე ლიკვიდური აქციების მფლობელ კომპანიებს აერთიანებს, რომლებიც ევრობლოკში ელიტურ კომპანიებად ითვლებიან. Deutsche Bank-ი მათ რიგებში 1998 წელს გაერთიანდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, Deutsche Bank-ის ელიტური ინდექსიდან ამოვარდნა კომპანიის საბაზრო ღირებულების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია, რაც უკავშირდება მთელ რიგ სამთავრობო სკანდალებს, ასევე ბანკმა ვერ შეძლო ფინანსური კრიზისის შემდეგ ახალი რეგულაციების ათვისება.

ბოლო სამი წლის მანძილზე Deutsche Bank-ი მხოლოდ წაგებაზე გადიოდა. ამიტომ ანალიტკოსები უკვე ეჭვის ქვეშ აყენებენ ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ქრისტიან ზევინგის სტრატეგიას, რომელიც პირველმა პირმა ფინანსური ინსტიტუტის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით შეიმუშავა.
მიუხედავად ამისა, Deutsche Bank-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც არ შეიცავს იდნექსიდან ამოვარდნის აღიარებას, ნათქვამია, რომ ბანკის მენეჯმენტი გაცხადებული სტრატეგიის ერთგული დარჩება, რაც მოგებაზე გასვლას ისახავს მიზნად.
ფრანკფურტის ბირჟა კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.