საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი 10 დეკემბერს გააგრძელებს კონტრაქტს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან, – იტყობინება გაზეთი “პარიზიენი”.
51 წლის სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის 31 ივლისამდეა ძალაში და ის 2023 წლის იანვრამდე გაგრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დეშამის კონტრაქტი ძალაში იქნება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩათვლით, რომელიც ყატარში ნოემბერ-დეკემბერში უნდა გაიმართოს.
დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლის ივლისიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით, საფრანგეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა ევრო 2016-ზე და მოიგო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი.