დერეკ შოლე – ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე, დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტვიტერში“ წერს.
როგორც დერეკ შოლე აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაუდასტურა აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
„დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი.
Positive call today with Georgian Prime Minister Irakli Kobakhidze. I congratulated Kobakhidze on his new role and affirmed our ongoing commitment to support the Georgian government and people in their Euro-Atlantic aspirations.
— Derek Chollet (@CounselorDOS) February 13, 2024