დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

„საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაბარებულია გამოკითხვაზე“, – აცხადებენ უწყებაში.