დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე და რძალი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე და რძალი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე და რძალი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

საქმე ეხება შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

დეპუტატის ოჯახის წევრების გამოკითხვა სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას უკავშირდება.

დავით ჭიჭინაძის მეუღლე საგამოძიებო უწყებაში დღეს პირველად დაიბარეს, რძალი კი, გამოკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფება.

ჭიჭინაძის ოჯახის წევრებმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან ურთიერთობა არ ისურვეს.