მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ნიდერლანდების ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდა და ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა – 6:0.
დუბლის ავტორი გახდა „ნარინჯისფერთა“ ფორვარდი მემფის დეპაი. ამგვარად, მიმდინარე სეზონში დეპაის ანგარიშზე 14 გოლი (ნაკრებში) დაგროვდა, ეს კი ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
რეკორდი აქამდე პატრიკ კლუივერტს ეკუთვნოდა, რომელიც 2000 წელს ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების რიგებში 12 გოლის ავტორი გახდა.