დეონტეი უაილდერმა სამი ბრძოლის ჩატარებაზე კონტრაქტი გააფორმა
დეონტეი უაილდერმა სამი ბრძოლის ჩატარებაზე კონტრაქტი გააფორმა

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა კონტრაქტი გააფორმა სტრიმინგ-პლატფორმა DAZN-თან.

„გუშინ, DAZN-ის პრეზიდენტმა ჯონ სკიპერმა საბოლოოდ შეათანხმა კონტრაქტი უაილდერთან. როგორც ირკვევა, მოკრივე 100 მილიონს მიიღებს სამი ბრძოლის სანაცვლოდ. უაილდერის მენეჯერმა შელი ფინკელმა დაადასტურა თანხა. ფული შემდეგნაირად განაწილდება: 20 მილიონი ბრიზილთან ბრძოლისთვის და 40-40 მილიონი ენტონი ჯოშუასთან ბრძოლებისთვის”, – დაწერა თავის ტვიტერზე ფოქს სპორტსის (FOX Sports) ჟურნალისტმა მაიკ კოლინგერმა.

უაილდერმა კარიერაში 41 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 40 შეხვედრა და ბოლო ბრძოლა ტაისონ ფიურისთან ფრედ დაასრულა.