ტაისონ ფიურიმ ენტონი ჯოშუა გამოიწვია
ტაისონ ფიურიმ ენტონი ჯოშუა გამოიწვია

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ტაისონ ფიურის ​ბრიტანული კრივის ისტორიაში უმსხვილესი ბრძოლის მოწყობა სურს. კერძოდ, ბრიტანელმა ფიურიმ ბრძოლაში თავისი თანამემამულე, ოთხი ვერსიით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ენტონი ჯოშუა გამოიწვია.

„ჩვენ უნდა მოვუტანოთ ბრიტანეთს ყველაზე დიდი ბრძოლა ჩვენს საკრივო ისტორიაში. ეს არის ბრძოლა ჩემსა და ჯოშუას შორის. ქვეყანას უნდა ეს. მე მინდა ეს. ერთადერთი, ვისაც არ სურს ეს ბრძოლა – ჯოშუას გუნდია. მოდით, გავაკეთოთ ეს, მივცეთ ფანებს ის, რისი ნახვაც სურთ და მოვაწყოთ ნამდვილი ომი“, – განაცხადა ფიურიმ Good Morning Britain-თან კომენტარში.

ტაისონ ფიურიმ თავისი ბოლო ბრძოლა გასულ კვირას, WBC-ის ჩემპიონის დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა ფრედ დასრულდა. ორივე მოკრივე იმ აზრამდე მივიდა, რომ მათ რევანში სჭირდებათ.