ამერიკელი მძიმეწონოსნის დეონტეი უაილდერის (42-2-1, 41KO) მენეჯერმა შელი ფინკელმა განაცხადა, რომ მისი შეგირდი არ დაასრულებს კარიერას ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან (31-0-1, 22KO) წაგების შემდეგ.
ფინკელის თქმით, ამერიკელი მოკრივე 2022 წელს გეგმავს ბრძოლის ჩატარებას.
„უაილდერი ახლა აღდგენით პროცესს გადის. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ის დაბრუნდება რინგზე მომავალი წლის შუაში – აპრილში ან მაისში.
რა თქმა უნდა, მან უზრუნველყო თავისი ოჯახის მომავალი და ახლა, აღარ სჭირდება ფულისთვის ბრძოლა, მაგრამ კარიერის დასრულება მის გეგმებში არ შედიოდა“, – განაცხადა ფუნქცოინერმა Boxing Scene-თან კომენტარში.