დეონტე ვაელდერი - შერეულ ორთაბრძოლებში რომ ვიასპარეზო, ვინმე შემომაკვდება
დეონტე ვაელდერი - შერეულ ორთაბრძოლებში რომ ვიასპარეზო, ვინმე შემომაკვდება

მსოფლიოში ბევრ მოკრივეს გაუჩნდა სურვილი, რომ შერეულ ორთაბრძოლებში სცადოს ბედი. მაგალითად, ასეთი მოკრივეა ბრიტანელი ტაისონ ფიური, რომელმაც არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) გამოსვლასთან დაკავშირებით.

ტაისონ ფიურის მომდევნო მეტოქე დეონტე ვაელდერი კი, რომელიც კრივში ჯერჯერობით არ დამარცხებულა, შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.

„მე ადრეც მქონია ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი. თუ ვინმეს სურს ჩემთან დაპირირსპირება, ამას ჯერ საკუთარ სპორტში გავაკეთებ, შემდგომ კი სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს მათ სპორტში – შერეულ ორთაბრძოლებში. ამ სპორტში მებრძოლს ძალიან დიდი თავისუფლება აქვს. შენ შეგიძლია ზევიდან დააჯდე შენ მოწინააღმდეგეს და მანამდე ურტყა სანამ მსაჯი არ გაგაშველებს. მე ვფიქრობ, რომ თუ ამდენის შესაძლებლობას მომცემენ ვინმე აუცილებლად შემომაკვდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამისგან თავს შევიკავებ.”- განაცხადა დეონტე ვაელდერმა „ემ ემ ეი ჯანქისთან” (MMAJUNKIE) მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს დეონტე ვაელდერი განმეორებით ბრძოლას ტაისონ ფიურისთან გამართავს.