დეონტე ვაელდერი ფიურისთან რემატჩზე - ფიური ბრძოლის წინ ძალიან ნერვიულობს
თბილისის დროით 23 თებერვალს მძიმეწონოსანი ორი მოკრივე დეონტე ვაელდერი და ტაისონ ფიური მეორე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და საუკეთესოს ვინაობას გაარკვევენ. ორივე მოკრივე რინგზე დაუმარცხებელია.
დეონტე ვაელდერი თვლის, რომ ტაისონ ფიური რემატჩის წინ ნერვიულობს. შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა 2018 წლის დეკემებერში შედგა და მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს. ბევრი მიიჩნევს, რომ გამარჯვება იმ ბრძოლაში ფიურის უნდა დარჩენოდა. რემატჩი ლას ვეგასში შედგება.
„გულის სიღრმეში მართლა მგონია, რომ ის (ფიური) ძალიან ნერვიულობს. მას ეშინია ნოკაუტის და პირველ ბრძოლაში მიღებული დარტყმები კარგად ახსოვს. როდესაც ასეთი დარტყმა მოგხვდება, მერწმუნეთ ეს არასოდეს დაგავიწყდება. გამონაკლისი არც ტაისონია. თუმცა პირველი ბრძოლისგან განსხვავებით ის ადგომას ვეღარ შეძლებს“, – განაცხადა ვაელდერმა ერთერთ გამოცემასთან (MMAFIGHTING.COM) საუბრისას.